მთავარი
მთავარი » ფაილები » საინტერესოა » სხვადასხვა |
სიკვდილის საიდუმლო
2010-08-26, 10:24 PM | |
![]() ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფი მომაკვდავ პაციენტებს, რომელთა გადარჩენაც უკვე არარეალური იყო, ელექტროენცეფალოგრამებს უღებდა. გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე წამით ადრე პაციენტების ტვინი, შეიძლება ითქვას, "ფეთქდება" - მასში წარმოიქმნება ელექტრული იმპულსების წარმოუდგენლად ძლიერი ნაკადები, ისეთი, რომელთა მსგავსი ადამიანის სიცოცხლეში არასდროს ვითარდება! მედიკოსების დასკვნით, ეს ანომალიური მოვლენა უნდა იყოს დაკავშირებული სწორედ იმ ხილვებთან, რასაც მოჰყვებიან ხოლმე კლინიკური სიკვდილის შემდეგ""იმ ქვეყნიდან" დაბრუნებული ადამიანები. დოქტორ ჩავლას განმარტებით, ტვინის ყველა ნერვული უჯრედი, ანუ ნეირონი, საერთო-ელექტრულ ქსელს ქმნის, ხოლო სიკვდილის წინ ჟანგბადის მზარდი უკმარისობის პირობებში ისინი ელექტრული პოტენციალის შენარჩუნების უნარს კარგავენ. შედეგად, იწყება მათი განმუხტვის პროცესი, რომელიც ზვავისებურად ძლიერდება და მთელ ტვინს მოიცავს. სწორედ ამ დროს ტვინში, შესაძლოა, ყველაზე უცნაური სურათები წარმოიქმნას, - კაშკაშა სინათლიდან დაწყებული, გვირაბებითა და სხვა ჰალუცინაციებით დამთავრებული. მძლავრ იმპულსებს შეუძლია გარკვეული ხნით გააღვიძოს გრძელვადიანი მეხსიერების უბნები და ასეთ შემთხვევაში ადამიანის თვალწინ მთელი მისი ცხოვრება გაივლის, -"გამოეცხადებიან” დიდი ხნის გარდაცვლილი ნათესავები და ა.შ. ყოველივე ამას ბევრი ისეთი ადამიანი ადასტურებს, ვინც კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დოქტორ ჩავლას პაციენტებიდან "იმ ქვეყნიდან" არც ერთი არ დაბრუნებულა და, ბუნებრივია, მათი მოსმენა ვერ მოხერხდა. ამიტომაც ამერიკელ მეცნიერთა ერთ ჯგუფს მიაჩნია, რომ დოქტორ ჩავლას თეორიული მოსაზრებები დადასტურებულად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, რომ თავის ტვინის მსგავსი აფეთქება მხოლოდ შეუქცევადი ბიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში ხდება და არა შექცევადი"კლინიკური სიკვდილის დროს. ყოველივე ამან მისტიკურად მოაზროვნეებს საშუალება მისცა დაესკვნათ, რომ დოქტორმა ჩავლამ და მისმა კოლეგებმა სინამდვილეში სულის სხეულისგან დაცილების პროცესი დააფიქსირეს. კარგა ხანია არსებობს მეცნიერული ჰიპოთეზა, რომ სულისა და სხეულის დაცილების პროცესი ელექტრული კონდენსატორის განმუხტვის მსგავსი მოვლენაა და სიკვდილის მომენტში თავდაპირველად სხეულიდან სულის 90 პროცენტის დაცილება ხდება, ხოლო დანარჩენი"ნაწილი მე-9 დღიდან მე-40 დღემდე პერიოდში სცილდება. დოქტორ ჩავლას ექსპერიმენტი იმასაც ადასტურებს, რომ სხეულში ადამიანის სულის ადგილი თავის ტვინია. | |
ნანახია: 765 | გადმოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |